ცნობილი სტილისტი, მიშა გასიტაშვილი წერს, რომ სალონში მხოლოდ ვაქცინირებულ მომხმარებელს მიიღებს.
„მე როგორც “ბარექს” ჯგუფის დირექტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენთან სალონში მივიღოთ მხოლოდ ვაქცინირებული მომხმარებელი. ჩემი ვალდებულებაა დავიცვა როგორც ჩემი მომხმარებლის, ასევე ჩემი თანამშრომლების ჯანმრთელობა. ვაქცინაცია კი ერთადერთი სწორი გზა არის ამ პანდემიის დროს – ასე დავიცავთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების უსაფრთხოებას.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“.