LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია „მუმიას“ ახალი ნაწილის სათაური და პრემიერის თარიღი

203
photo-collage.png (7)

„მუმიას“ ახალმა ფილმმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო. საკულტო ფრენჩაიზის გაგრძელებას ,,მუმია: მიცვალებულთა წიგნი” ერქმევა.

კინოკომპანია Universal Pictures-ის გადაწყვეტილებით, ახალი სურათი იქნება 1999 წლის „მუმიასა“ და 2001 წლის „მუმია ბრუნდებას“ პირდაპირი გაგრძელება. ამრიგად, პროექტი სრულად უგულებელყოფს მესამე ნაწილის – „მუმია: დრაკონთა იმპერატორის სამარხის“ მოვლენებს, რომელშიც მონაწილეობა რეიჩელ უაისს არ მიუღია.

კინომოყვარულებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი სწორედ ისაა, რომ 25-წლიანი პაუზის შემდეგ ის ეკრანზე კვლავ ბრენდან ფრეიზერთან ერთად გამოჩნდება. ამასთან, საკულტო პერსონაჟის, იმჰოტეპის როლში ბრუნდება არნოლდ ვოსლუ.

ორიგინალი ფილმებიდან კონოსურათში ასევე ვიხილავთ – ჯონ ჰანასა და ოდედ ფერის.

კინოსურათის გადაღებები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ლონდონში.

შეხვედრა 25 წლის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი საკულტო ფილმის, „მუმიის“ გადასაღებ მოედანზე

The Mummy: Book of the Dead კინოთეატრებში 2027 წლის 15 ოქტომბრიდან გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები