LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა ღირს და რომელ ბრენდს ეკუთვნის შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა

3040
2026-07-20_22-44-54_380878

მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე იქორწინეს.

გრანდიოზული წვეულება Villa Balbiano-ში შედგა, რომელიც ლეგენდარული ადგილია. ის მსგავსი ღონისძიებებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციაა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში დამსახურებულად მოექცა ულამაზესი პატარძალი თავისი საოცარი კაბით, რომელიც ცნობილ დიზაინერს ეკუთვნის.

შორენას კაბა ალბანელ დიზაინერს Fjola Nila-ს ეკუთვნის, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალ მოდას წარმოადგენს. მისი კაბები ხშირად გაფორმებულია თვლებით და გამჭვირვალე ბადეებით.

ამ შესანიშნავი კაბის ღირებულება, სახელწოდებით Frost, რაც მოვერცხლილს ნიშნავს, 2800 ევროს წარმოადგენს,

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იტალიაში იქორწინეს – კადრები კომოს ტბიდან

ვიდეო: პარიზის მერე ჯადოსნური კუნძული – შორენა ბეგაშვილი მონ-სენ-მიშელზე გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

ფოტო: „ახლადდაქორწინებულები“ – შორენა ბეგაშვილი საკუთარი ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები