LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ახლადდაქორწინებულები“ – შორენა ბეგაშვილი საკუთარი ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

3959
შორენა ბეგაშვილი

ახლახან, მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე იქორწინეს.

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იტალიაში იქორწინეს – კადრები კომოს ტბიდან

საქორწინო წვეულებიდან კადრები სოციალურ ქსელში თავდაპირველად შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი გამომწერებს კადრები თავად შორენა ბეგაშვილმაც გაუზიარა. გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ახლადდაქორწინებულმა წყვილმა საფრანგეთში იმოგზაურა.

ვიდეო: პარიზის მერე ჯადოსნური კუნძული – შორენა ბეგაშვილი მონ-სენ-მიშელზე გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

ცოტა ხნის წინ, შორენა ბეგაშვილმა ულამაზესი ქორწილიდან ახალი კადრები გაავრცელა. კადრებში, საქორწინო კაბაში გამოწყობილი შორენა ბეგაშვილი შთამბეჭდავი ხედების ფონზე პოზირებს. ამასთან, შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს გრანდიოზული საქორწინო ტორტის კადრებს.

აღსანიშნავია, რომ ულამაზესი კაბა, რომელიც შორენა ბეგაშვილს ქორწილის ცერემონიაზე ეცვა, საერთაშორისო ბრენდს, მოდის სახლს Fjolla Nila-ს ეკუთვნის. მოდის დიზაინერი ქმნის ავანგარდული სტილის, უნიკალური და დახვეწილი დეტალებით გაფორმებულ კაბებს, აღსანიშნავია, რომ კაბის თითოეული დეტალით ხელით არის შესრულებული.

აღნიშნული მოდის სახლის მიერ შექმნილი კაბების ფასები 2 000-3 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ხედი ეიფელის კოშკზე და მდიდრული სასტუმრო – შორენა ბეგაშვილი პარიზიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები