LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, როგორ დაიკლო მომღერალმა ადელმა 45 კილო

4513
BeFunky-collage (3)

31 წლის ინგლისელმა მომღერალმა ადელმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. პირველად მისი ფოტოები დრეიკის დაბადების დღის წვეულებიდან გავრცელდა, საზოგადოებისთვის გავრცელებული ფოტოები მოულოდნელი აღმოჩნდა. გრე­მის მფლო­ბელ­ი მომღერლის თაყვანისმცემლები ითხოვ­დნენ, რომ გა­ემ­ხი­ლა დი­ე­ტა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მან წო­ნა­ში და­იკ­ლო.

როგორც  “ჰარპერ ბაზარი” წერს, ადელ­მა წო­ნა­ში სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტით და­იკ­ლო ანუ მარტივად რომ ვთქვათ, იმ პრო­ტე­ი­ნების წყალობით, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთე­ლო­ბას და ჯან­საღ მე­ტა­ბო­ლიზმს გა­ნა­პი­რო­ბებს.

პროდუქტები, რომლებიც მდიდარია სირტუინით, განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას ორგანიზმში და გვეხმარება ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებაში.

ადელის დიეტაც კონცენტრირებული იყო ისეთ საკვებსა და პროდუქტებზე, რომელიც შეიცავს სირტუინს:

  • წიწიბურა
  • არგულა
  • მატჩას ჩაი
  • მოცვი
  • ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო)
  • ხახვი, ოხრახუში 
  • ღვინო
  • ყავა
  • შავი შოკოლადი(80% კაკაო და ზემოთ)
  • ვარდკაჭაჭა
  • ცედრა

სინამდვილეში, უცნობია, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს წონაში დაკლებისას სიტრუინის შემცველი პროდუქტები. დიეტა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონის დაკლებას, მაგრამ ბევრი დიეტოლოგების აზრით, ეს პირველ რიგში კალორიების შეზღუდვით არის განპირობებული და არა პროდუქტების გარკვეული პაკეტის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g