LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა

668
BeFunky-collage (6) (1)

საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უკრიანაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მირიან გოჩაძეა, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი იყო. მან საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვა და უკრაინაში წავიდა.

დაკავებულია ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ ზანაძე, მესამე პირი კი ლევან ხუციშვილია.

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს [ფოტო, ვიდეო]

დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ.სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.

magti 5g