LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

270
Untitled design (4)

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი აცხადებს, ქალაქ სალერნოში საქართველოს 8 მოქალაქიდან, უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირად ღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.

„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო, რამაც შედეგად მოიტანა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება“, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პანტედოსიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები