POLITICO-ს ინფორმაციით. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მას შემდეგ იქნება, რაც ალიანსის 32-ვე ქვეყანა მის კანდიდატურას დათანხმდა.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან დასტურის შემდეგ, ხუთშაბათს რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერდა. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
რუტე NATO-ს გენერალური მდივანი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში გახდება. თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნების შედეგები კი, სამხედრო ალიანზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
იენს სტოლტენბერგი: „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში გამართულ ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ში დარჩება, თუმცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირების პირობა დადო. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე რუსული შეტევა და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.
რუტემ საკუთარი სურვილის შესახებ, გამხდარიყო NATO-ს გენერალური მდივანი, გასული წლის ნოემბერში გაამჟღავნა. მას თავიდანვე ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. თუმცა, 2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, ამ თარიღმა კი 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.