თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები არიან, ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
მიზეზი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.
საცხოვრებელ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
თბილისი ენერჯის ინფორმაციით ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.