LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალი ვარ! ბრძოლა გრძელდება და გამოჯანმრთელების წელს ვხვდები. სასწაულების წელი გვქონდეს ყველას!“ – ხათუნა სამნიძე

762
ხათუნა სამნიძე

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ 2025 მძიმე ბრძოლის და გადარჩენის წელი იყო, 2026 წელი კი გამოჯანმრთელების იქნება, რომელსაც იმ ადამიანებთან ერთად ხვდება, ვინც მისი მკურნალობის პროცესში დიდი წვლილი შეიტანა. 

„ცოცხალი ვარ 💃 მძიმე ბრძოლის და გადარჩენის 2025 მიდის✊😇 ბრძოლა გრძელდება და ღმერთით, გამოჯანმრთელების წელს ვხვდები ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც სასწაული მოახდინეთ წელს და ჩემი მკურნალობა შესაძლებელი გახადეთ ❤️❤️❤️ ძალიან მიყვარხართ თითოეული, გიცნობთ თუ არა. სასწაულების წელი გვქონდეს ყველას, სუპერ კარგი ამბების, ჯანმრთელად ყოფნის, გამარჯვებების და ბედნიერების 2026 💓💓💓“, – წერს ხათუნა სამნიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g