LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა“ – ქარელში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს პრალდება წარედგინა 

398
პროკურატურა

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ქარელის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაზარალებული მე-7 კლასელი გოგოა, სკოლამ საჭირო ნაბიჯები განახორციელა“ – დეტალები ქარელში არასრულწლოვანის გატაცების საქმეზე