LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზარალებული მე-7 კლასელი გოგოა, სკოლამ საჭირო ნაბიჯები განახორციელა“ – დეტალები ქარელში არასრულწლოვანის გატაცების საქმეზე

521
Untitled design

ქარელის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით, სკოლის წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს. ამის შესახებ სკოლის თანამშრომელმა „რუსთავი 2“ – თან საუბარში განაცხადა.

ქარელის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს

„ჩვენთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ წუხელ გახდა ცნობილი. სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო. მანდატურის სამსახურმა გააკეთა რეფერირება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სხვა რაიმე ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. დაზარალებული არის მე-7 კლასელი გოგონა. არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარი ნებით გაჰყვა“, – განაცხადეს დაზარალებული მოზარდის სკოლაში.

მედიასთან მომხდართან დაკავშირებით ასევე საუბრობენ მეზობლებიც:

„ბებიამისი ლაპარაკობდა, გოგო გაჰყვაო, შემდეგ გოგოს მშობლებმა უჩივლესო..“

„დილას გავიგე, უყვარდათო თუ რაღაც.. ვერ გეტყვით.. გიო დაიჭირესო“, – ამბობენ მეზობლები.

შეგახსენებთ, ქარელის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადეს.

გავრცელებული ცნობით, 2011 წელს დაბადებული გოგო ბებიასთან იყო სტუმრად, რა დროსაც მოიტაცეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g