LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის ბაბუა დააკავეს

229
სექსუალური ძალადობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბაბუა 9 წლის მოზარდზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.  მედიის ცნობით, კაცი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ  შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა. 

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.