LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულის ოჯახი განაჩენს აპროტესტებს

94

ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებულის, დავით ჟორჟოლიანის ნათესავებმა.livepress-ის ინფორმაციით,ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად ჟორჟოლიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დავით ჟორჟოლიანის და, ნესტან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ოჯახი ასევე გეგმავს უჩივლოს დაზარალებული მხარის ადვოკატს, ჯიტა გულუას, რადგან, ნესტან ჟორჟოლიანის სიტყვებით, „საქმე თავიდან ბოლომდე ჯიტა გულუას შეკერილია“.

თავის, მხრივ, ადვოკატმა ჯიტა გულუამ კი განაცხადა :

„არ ვთვლი ღირსად, რომ მათ ზღვარგადასულ ქმედებებზე კომენტარი გავაკეთო, მით უფრო მაშინ, რომ ამ საქმეზე კომენტარი უკვე გაკეთებულია. განაჩენი მთელმა საქართველომ ბევრად ადრე გამოუტანა ბრალდებულს, ვიდრე სასამართლო ამას გააკეთებდა“.

ჟორჟოლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომები დახურული იყო დაზარალებული მხარის მოთხოვნით. ყოფილი ცოლი მას გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებდა.

თავის მხრივ, მსჯავრდებულის და  აცხადებდა, რომ მისი ძმა ქალის შურისძიების მსხვერპლი იყო, რადგან შერთვიდან მალევე გაშორდა, „მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ქალიშვილი არ იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები