LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლისგან მოშორებით ყოფნა დემენციას კურნავს?“ – ბრიუს უილისის ახალ გამოჩენას უამრავი კომენტარი მოჰყვა

171
page

მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა მოუწია, ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში უკვე მეორედ დააფიქსირეს. 70 წლის ბრუსი ავტომობილში იჯდა. ამ დღეს „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავს ლურჯი პერანგი და თეთრ მაისური ეცვა, მის „ლუქს“ მზის სათვალე და კეპი ასრულებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უილისი ბოლო პერიოდში აშკარად უკეთ გამოიყურება. მის უახლეს გამოჩენას უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ცოლისგან მოშორებით ყოფნა დემენციას კურნავს?“, „აშკარად უკეთ გამოიყურება“, „შესანიშნავ ფორმაში“, – არ წყდება კომენტარებში.

„ავადმყოფობის ჟამს სახლიდან გაგდებულის კვალობაზე, ფანტასტიკურ განწყობაზეა“ – ბრიუს უილისის უახლესი ფოტოები

ცნობისთვის, 70 წლის უილისის მეუღლემ, 47 წლის ემმა ჰემინგმაVanity Fair-თან მიცემულ ემოციურ ინტერვიუში პირველად გაამხილა, რომ იმ პერიოდში, როცა მსახიობს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასმული დემენციის დიაგნოზი, მასთან განქორწინება სურდა.

„ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ისე აღარ იყო, როგორ უწინ. თითქოს ჩვენი ქორწინება ინგრეოდა. ვეღარ ვსაუბრობდით ნორმალურად, ურთიერთობა შეიცვალა… მას გონება ძალიან დაუმძიმდა. ვერ ვხვდებოდი, რის გამო ვბრაზობდი, ძალიან ცუდად ვიყავი და ამით ყველაზე მეტად ვაზარალე საკუთარი თავი, ბრიუსი და ბავშვებიც. მე მასთან განქორწინება მსურდა“, – იხსენებს ჰემინგი.

„აღარ ვარ მომვლელი, ცოლის მოვალეობის შესრულებას ახლა უფრო ვახერხებ“ – ბრიუს უილისის მეუღლის მორიგი განაცხადი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები