LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ComCom-მა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და ყალბი ამბების აღმოჩენაში ქუთაისში 500, მცხეთა-მთიანეთში კი 100 მოზარდი გადაამზადა

60
fortuna.ge (35)

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ქუთაისსა და მცხეთა-მთიანეთში 600-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. ტრენინგები დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს, ასევე SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, „Happy Onlife“, „მედიის ეკონომიკისა“ და „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პროექტების ფარგლებში ჩაუტარდათ.

ქუთაისის მე-17, 21-ე და სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასის 300-მა, ასევე მცხეთის N1 და სოფელ ვაზიანის სკოლების II და III კლასის 50-ზე მეტმა მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები „Happy Onlife“-ის საშუალებით ისწავლეს. მოზარდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და  კიბერბულინგისგან.

კომისიის ცნობით, ამავე სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეებს ტრენინგი „მედიის ეკონომიკისა“ და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის ტექნიკების შესახებ ჩაუტარდათ. ქუთაისის 200 და მცხეთისა და ვაზიანის სკოლების 40-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, თუ საიდან იღებს სოციალური მედია დაფინანსებას და როგორ მუშაობს სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმი. მოზარდებმა ასევე ისწავლეს, როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა უფროსკლასელებს მედიაწიგნიერების კონკურსისთვის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მომზადებაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g