თბილისში მდებარე „ალიბი არენა“ სიურპრიზს გვთავაზობს. 90-იანი წლების პოპულარული ამერიკელი რეპერი Coolio და ასევე ფრანგული დუო OTTAWAN 11 ივნისს საქართველოს ესტუმრებიან და 90-იანი წლების ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. „ალიბი არენაზე“ მათთან ერთად ქართველი ვარსკვლავებიც გამოვლენ, მათ შორის არიან აჩიკო მეფარიძე, ლელა წურწუმია, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, ლექსენი, თიკო სადუნიშვილი, მერაბ სეფაშვილი, კაბუ, თემო რცხილაძე, ბედინა და სხვები…
„ალიბი არენას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია: „11 ივნისს, 90-იანების ფესტივალზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გელოდება. „გრემის“ მფლობელი ლეგენდარული ამერიკელი პროდიუსერი, მსახიობი და რეპერი Coolio და დისკოს ლეგენდა, ფრანგული პოპ-დუო OTTAWAN, ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად თქვენთვის საყვარელ სიმღერებს Alibi Arena-ზე შეასრულებენ…“
აღსანიშნავია, რომ „ალიბი არენას“ არაერთხელ გაუკეთებია 90-იანი წლების სტილში კონცერტები, თუმცა ამერიკელი ვარსკვლავი ამ არენაზე წელს პირველად ჩამოვა.