LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა დაუჯერებლად ჟღერს“ – ბრუკლინში ქართული კაფე-საცხობი „ალუბალი“ გაიხსნა

546
ალუბალი

ბრუკლინში ქართული კაფე-საცხობი „ალუბალი“ გაიხსნა. „კონი აილენდის“ ტერიტორიაზე გახსნილ პატარა სივრცეში მსურველებს ტრადიციული კერძები და მეგობრული გარემო დახვდებათ. კაფე სტუმრებს ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე უმასპინძლებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კაფეს თანადამფუძნებელი მარიტა მაზანიშვილი ავრცელებს.

„ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ოფიციალურად NYC Business Owner და Alubali Corp-ის Founding Member ვარ, ქალი მეწარმე და როგორც ამბობენ ხოლმე, ანტერპრენერი.

ეს სივრცე ჩემთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იდეა ვაქციოთ რეალობად და ოდესმე თუ დამავიწყდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ძალების და შესაძლებლობების, გავიხსენებ, როგორ არაფრიდან შევქმენით ჩვენი საყვარელი სივრცე, Café-Bakery „ალუბალი!“

„ალუბალი“ ბრუკლინის ყველაზე ჭრელ და მრავალფეროვან მოსახლეობას ქართული თანამედროვე და ტრადიციული სამზარეულოთი უმასპინძლებს!  მისამართი: 3078 Coney Island Ave, Brooklyn, NY, 11235“, – წერს მარიტა მაზანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g