LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ნიუ-იორკის მეტროში – დაჭრილია, სულ მცირე, 13 ადამიანი

96
Untitled design (3)

ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროსადგურში თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს.

დაუზუსტებელი ცნობებით, დაჭრილია 13 ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა კვამლის ხელყუმბარა გამოიყენა.

CNN-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის აქტიური ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები