დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ არის შანსი“ დაამტკიცონ, რომ გერმანიაში ტურისტებად არ ჩასულან.
„ბევრი ფიქრობდა, რომ თითქოს აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით, თითქოს გაგვიმართლა, თუმცა განვლილი ორი თამაშით ვაჩვენეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია”
ხვიჩა კვარაცხელია: „ვოცნებობდი, რომ რონალდოს წინააღმდეგ მეთამაშა, ოცნებები ხდება.. იმედი მაქვს, ხვალ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანოს მაისურიც მე შემხვდება“
„კრიშტიანოსთან თამაშის წინ ღელვას არ ვგრძნობ. მოტივირებული ვარ“.
პრესკონფერენციაზე იყო ერთი საინტერესო მომენტიც, როდესაც ჟურნალისტმა კვარაცხელიას რუსეთში ცხოვრებაზე დაუსვა კითხვა. ამ ეპიზოდს GEO TEAM ავრცელებს:
ჟურნალისტი: ევრო 2024-ის წინ თქვენ მიეცით ინტერვიუ, სადაც გაიხსენეთ, როგორ ცხოვრობდით ლოკომოტივის ბაზაზე. ეს სიტყვები რუსეთში განხილვის საგანი გახდა. ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ გერმანიაში, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?
ხვიჩა კვარაცხელია: ინგლისურად ვუპასუხო თუ ქართულად?.
ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. აქ პორტუგალიასთან მატჩზე სასაუბროდ ვარ.
აღნიშნული მომენტი პოლემიკის საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:
„ადრე გითქვამს ლოკომოტივის ბაზაზე ცხოვრების თაობაზე აუგი, და მართლა ფიქრობ რომ გერმანიაში უკეთესი ბაზა არის?“
რუსი პროვოკატორი .
ცოტა საქმის რჩევის ინტონაციით დასმულ კითხვას უპასუხა, „ქართულად გიპასუხოთ, თუ ინგლისურად.”
ანუ, შენს ენაზე არ ვლაპარაკობო. მეტი რა უნდა ექნა.
კარგით, წავიდეთ სხვა სცენარით.
„კი აქ ჯობია”
აქ რით ჯობია და იწყება ჩამოთვლა.
რუსი ჟურნალისტი აწყვეტინებს და მიანიშნებს რომ დაუნახავია. ანუ, ეს სცენარი გვინდოდა? :))
მგონი გავგიჟდით ამ ფეხბურთის ნიადაგზე, მაგრამ პოლიტიკით გაგიჟებას, ისევ ამ თემით ჯობია:))”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.