LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა სევდიანი დღესასწაულია, 85 წელი შეუსრულდა.. მჯერა, იქ ზეიმობს თავის მეგობრებთან, თუნდაც ჩემს მამიკოსთან ერთად“ – ბუბა კიკაბიძის 85 წლის იუბილე ბათუმში კონცერტით აღინიშნება 

794
Untitled design

დღეს ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. მას 85 წელი შეუსრულდებოდა.

„შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს, ვიცი ბევრს აკლიხარ“ – ბუბა კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა 

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს ბათუმში ბუბა კიკაბიძისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

ბუბა კიკაბიძეზე და კონცერტის დეტალებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში, თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა ისაუბრა:

„დღეს ცოტა სევდიანი დღესასწაულია – 85 წელი შეუსრულდა იქ, სადაც არის და, მჯერა, რომ იქ ზეიმობს თავის მეგობრებთან ერთად, თუნდაც ჩემს მამიკოსთან ერთად.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, ამ დღეს შევუერთდეთ. ჩვენც ჩვენებურად, ცოტა ცრემლით, ცოტა სევდით ვიზეიმოთ ეს დღე, მივულოცოთ მას და მის მსმენელს.

როგორც ყოველთვის, კონცერტი ბათუმში ტარდება. ბუბა კიკაბიძე განსაკუთრებულად იყო შეყვარებული ბათუმზე, ძალიან უხაროდა ყოველი კონცერტი, ყოველი 19 ივლისი, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბათუმში ხდებოდა.

დღეს კონცერტზე იქნება სტუმარი, რომელმაც ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან ერთად ჩაწერა „ყვავილების ქვეყანა“, რომელიც ასე უყვარდა ბუბას. მის საპატივცემულოდ დღეს ეს სიმღერა გაჟღერდება.

ვიდეო: ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი, რომელიც ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად გადაიღეს

ძალიან გულისამაჩუყებელია, რომ ადამიანი სხვა ქვეყნიდან მოდის იმისთვის, რომ თავისი შემოქმედებით ბუბას სიყვარულს შეუერთდეს.

სამწუხაროდ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სანათესავოში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ის და ეკა მამალაძე დღეს ვერ შემოგვიერთდებიან, ასევე კონცერტში მონაწილეობას ვერ მიიღებს სოფო ნიჟარაძეც.

ამიტომ, მონაწილეების რაოდენობა ცოტა შემცირდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბუბა კიკაბიძე ღირსეულად გავიხსენოთ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მოვა და ამ დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს“, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა გადაცემაში „არტ FM“.

„ძალიან დამაკლდა ბუბა და დღემდე ვერ ვეგუები მის არ ყოფნას, ძალიან გამიჭირდა სიმღერის ჩაწერაც, რადგან ემოციებმა მძლია და ხმა დავკარგე” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები