LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა უფრო შემოქმედებითნი იყავით!“ – ნატა მეფარიშვილი ბაღებში ზეიმებს აკრიტიკებს

nata-mefarishvili

ილიას უნივერისტეტის პროფესორმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას ვრცლაც ისაუბრა ზეიმებზე, რომელიც ყოველ ახალ წელს, ყველა საბავშვო ბაღში იმართება. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს ზეიმები ზუსტად ისე ტარდება, როგორც 40 წლის წინ და ეს დროში ჩარჩენას ნიშნავს. ნატა მეფარიშვილი ყველას მოუწოდებს, ბავშვის განვითარებაზე მეტად იფიქრონ და არა იმაზე, რამხელა ლექსს იტყვის ის ზეიმზე:

„გააჩნია, როგორი ფორმა აქვს ზეიმს, აქტივობას, რომელიც უკავშირდება სასწავლო წლის დამთავრებას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ როგორ გეგმავს კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება ამას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ქართულ ბაღებსა და სკოლებში შემორჩენილია კონკრეტული ზეიმის ტიპი, რომელიც გულისხმობს წვრთნას, ანუ მომზადებას ცეკვაში, სიმღერაში, გრძელი ლექსების თქმაში და ეს ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, 2-დან 3 წლამდე და მერე მოდის ფორსირება და დაძალება. მივმართავ სრულიად საქართველოს კერძო ან საჯარო ბაღებს, ცოტა უფრო შემოქმედებითნი იყავით. არ არის აუცილებელი, რომ ზეიმი სტანდარტულად, რაც 40 წლის წინ ხდებოდა იმ ფორმით გვქონდეს. ნუ ჩავრჩებით იმ დროში, რომელიც უკვე წავიდა. ეს მარტივად შეიძლება იყოს აქტივობა, რომლის დროსაც მოდის რომელიმე საყვარელი მულტფილმის გმირი, ან ვაკეთებთ ჩვენი ნამუშევრების გამოფენას, სადაც მშობლები მოდიან  და ერთად ვერთობით. ან გვეკითხებიან გამოცანებს და ჩვენ ამაზე ვპასუხობთ ან ნაკლებად ორგანიზებული სიტუაციაა, სადაც ყველა ერთობა. ძალიან მაწუხებს ხოლმე ის ფაქტი, რომ აქეთ მხარეს სხედან მშობლები, იქეთ მხარეს დგანან ბავშვები, რომლებიც დიდ სცენაზე უნდა წარსდგნენ და ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი ღელავენ და ამაზე არავინ ფიქრობს. მანადე არის რეპეტიციები, ბავშვების მომზადება, მშობლები ფორმებით დარბიან, მასწავლებლები ითხოვენ რომ ეს ფორმები გამოვიტანოთ, გვქონდეს რამდენიმე ფორმა და ამით ყველა ისტრესება. რის ხარჯზე? მაშინ, როცა ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ვითარდება ჩვენი შვილი და არა ის, თუ რამხელა ლექსი თქვა. როდესაც ბავშვი არ არის ასაკის გამო შესაბამისად განვითარებული, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან პატარაა, ნუ მოვთხოვთ მას იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. თუ ჩვენ ვიქნებით ბავშვების მოთხოვნებზე და მათ განვითარებაზე ორიენტირებულნი, უფრო კარგად გამოგვივა ყველაფერი“.

ვრცელი მასალის სანახავად იხილეთ ბმული: 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g