LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტაც დაგვრჩა და სულ მალე, ერთ ღამესაც, ქუჩაში აღარავინ დაიძინებს“ – აკა სინჯიკაშვილი

334
გივი მიქანაძე (1)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, ტრადიციულად ძილისწინა კარგი ამბებს გვიზიარებს სოციალურ ქსელში.

„წუხელ, თოვლის მოსვლამაც ძალიან დაგვაჩქარა და ერთდროულად 5 ადამიანი, რომლებსაც პირდაპირ ქუჩაში ეძინათ, გადავიყვანეთ საცხოვრებელ კონტეინერებში. გავათბეთ, ვაჭამეთ და თავისი ოთახი და საწოლი აქვთ, ქუჩაში ძილი აღარასოდეს მოუწევთ და დანარჩენ პრობლემებსაც ნელ-ნელა მივხედავთ.

დღეს ისე ჩამეხუტნენ და იმდენი მკოცნეს, მართლა არასდროს დამავიწყდება. იცოდეთ, რომ ამ ხუთ ადამიანს გაყინვა აღარ ემუქრებათ, თქვენი, ყველას დახმარებით.

თქვენთანაც, სათითაოდ დამაბარეს და მეც უზარმაზარ მადლობას გიხდით ყველას. ცოტაც დაგვრჩა და სულ მალე, ერთ ღამესაც, ქუჩაში აღარავინ დაიძინებს.

მიყვარხართ.

#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g