LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია: საჰაერო სივრცის გახსნისთანავე მას ევროპაში გადაიყვანენ

224
c16de8a2752d67001853e5455024da2d

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და, მისი განმარტებით, როგორც კი საჰაერო შეზღუდვებო მოიხსნება, მას ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. ჯაბაურმა ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გამსახურდიას მკურნალობის ეტაპი ხანგრძლივი იქნება, ვინაიდან მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცოტა კვებაც დავაწყებინეთ, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რადგან დაზიანება დიდია და წინ კიდევ ბევრი მკურნალობა ელის. ახლაც მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. რეაბილიტაციისთვის ევროპაში გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ევროპამ უარი გვითხრა კორონავირუსის გამო. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როგორც კი საზღვარი და საჰარეო სივრცე გაიხსნება, გადავიყვანთ. ყოველდღიურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევთ და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკაა, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი”, – განაცხადა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.