LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID 19-ის ტესტირება სახლის პირობებში: აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ტესტების შინ გამოყენების ნებართვა გასცა

214
dfghdfhgკოოოოოოოო

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ covid 19-ის ტესტირებისთვის განკუთვნილი ნაკრების გამოყენების ნებართვა გასცა, რომლის გამოყენებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი და სწრაფ შედეგს იძლევა.

Lucira COVID-19 All-in-One Test Kit არის მოლეკულური ერთჯერადი გამოყენების ტესტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი კონავირუსის SARS-CoV-2 გამოვლენას, რომელიც იწვევს COVID 19-ს.

ნაკრების საშუალებით, პასუხის მიღება 30 წუთშია შესაძლებელი. ტესტს სახლის პირობებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიენიჭა. მისი გაკეთება 14 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების ცხვირიდან აღებული ნაცხიანი ტამპონის გამოყენებით ხორციელდება.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ნაცხის აღება 14 წლის ასაკზე უმცროსი პირებისგან ხდება, პროცედურა მედიკოსებმა უნდა ჩაატარონ. ამჟამად, ტესტით სარგებლობა მხოლოდ, რეცეპტით არის შესაძლებელი.

ტესტირების ეს ახალი ფორმა, პანდემიის მოსაგვარებლად და დაავადების გადატვირთვის საზოგადოებრივი ტვირთის შესამცირებლად მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ წინსვლას წარმოადგენს”.

”სახლის პირობებში სრული ტესტისთვის, დღევანდელი ავტორიზაცია FDA-სთვის COVID 19-ზე რეაგირებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს საუკეთესო საშუალებაა პანდემიის მოსაგვარებლად. ახლა უფრო მეტ ამერიკელს შეეძლება დაუყოვნებლივ იმოქმედოს შედეგების საფუძველზე, რათა დაიცვან საკუთარი თავი და გარშემომყოფები”, – აღნიშნა FDA-ს მოწყობილობებისა და რადიოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, ჯეფ შურენმა.

დიაგნოსტიკური ტესტირება COVID 19-ზე ჩვენი ქვეყნის რეაქციის ერთ-ერთი საყრდენია. FDA აგრძელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვალდებულებას ახალი მიდგომების შესასრულებლად, რაც ხელს უწყობს კრიტიკული ტესტების მიღებას უფრო მეტი ამერიკელისთვის, EUA უფლებამოსილების მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g