LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა – პარადოქსი: ვაქცინაციის ცენტრები ცარიელი, ტესტირების ცენტრებში უსასრულო რიგები – კულუმბეგოვი

83
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ტემპის შენელებას ეხმიანება.

კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინაციის ცენტრები ცარილია, ხოლო ტესტირების ცენტრები – მოქალაქეებით სავსე:

“ვაქცინაციის ცენტრები ცარიელი.

ტესტირების ცენტრებში ხალხის უსასრულო რიგები.

ქვეყანა – პარადოქსი!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.

დღის კოვიდსტატისტიკა ასეთია:

ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 340 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 631 პაციენტი. გარდაიცვალა 62 ადამიანი. ჩატარებული ტესტის რაოდენობა – 55 301-ია.

დღიურად აცრილთა რიცხვი 4 063-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები