LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

covid-მა და უპასუხისმგებლო მასამ წაგვართვა შენი თავი.. ყველა ძვალი მემტვრევა – ნათია ზუკაკიშვილი

1176
24228732-maske-im-herbstlaub-27moiiI9hjef

კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ის პირველ სამედიცინო კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

კორონავირუსმა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის კიდევ ერთი წევრი შეიწირა. ამის შესახებ გარდაცვლილი მისი ახლობელი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს ვირუსთან მიმართებაში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა გარდაიცვალა

“covid-მა და უპასუხისმგებლო მასამ წაგვართვა შენი თავი ქეთათო. ყველა ძვალი მემტვრევა, სხეულის ყველა ნაწილი მეწვის, მიშა და ეკას ჩანქრალ თვალებს ვეღარასოდეს გავსუწორებ თვალს. ძალიან მტკივა შენი ამბავი. ბოლომდე მჯეროდა რომ დაძლევდი ამ ყველაფერს.

საზოგადოებავ 15 წლის ბავშვი შეიწირა ამ ვირუსმა და არსებობს, არსებოოოოოობს, ნუ დაიარებით გარეთ ჯგროდ ატარეთ ეს პირბადე და დაიცავით დისტანცია. ხვევნა კოცნებიც არაა საჭირო.

პოსტი არ იყო სასიხარულო და ემსახურება სხვა რამეს. რომ შეშინდეთ დაიცვათ დისტანცია და მოერიდეთ ყველას და ყველაფერს, ფანატიკოსობაში გადასული მრევლიც ეკლესიაში სიარულს. ზუსტად ტაძრიდან მოხდა ამ ოჯახში ვირუსის გავრცელება. შეეწირა ორი ოჯახის წევრი”,- წერს ნათია ზუკაკიშვილი ფეისბუქში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g