LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით” – მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაცვლილი ქალი სკოლის მასწავლებლი იყო

588
BeFunky-collage (14)

34 წლის მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მასწავლებელი იყო.

პაციენტი მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ნაყოფზე დაკვირვების შემდეგ, 24 აპრილს საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო, თუმცა ახალშობილი დაიღუპა. ქალი კი 6 მაისს, ნაშუადღევს გარდაიცვალა.

ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა – „ ქორწილი აგვისტოში ჰქონდა“

ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქ­ვეყ­ნებს.

“ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო

ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი…

ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები