LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუდია, როცა შენი დაუფიქრებელი განცხადებების მსხვერპლი ხდები: ელისაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა თქვა, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო, გამოუცდელობით მოუვიდა, შევუნდოთ: ხიდაშელი

133
FORTUNA.GE- (4)

“ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოვარდა და ეს ცნობილი საჯარო განცხადება გააკეთა, რომ არასდროს, არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო?! ეს, როგორც ჩანს, გამოუცდელობით მოუვიდა და არაუშავს, შევუნდოთ.” – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, პლატფორმა “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა  განაცხადა.

გადაწყვეტილება მიღებულია: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ

როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, პარლამენტში შესვლა არც ცუდი, არც გასაკვირი და არც უცნაურია, მაგრამ ცუდი ის არის, როდესაც საკუთარი დაუფიქრებელი განცხადებების მსხვერპლი ხდები და აჟიოტაჟს ქმნი:

“ზოგადად, პოლიტიკური პარტიები არჩევნებში იმიტომ მონაწილეობენ, რომ პარლამენტში შევიდნენ, წევრები გახდნენ და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ჰქონდეთ და მით უმეტეს, როცა ახალი პარტია იქმნება, გასაგებია, მისი სურვილი და მოლოდინი, ამიტომ, ამაში არაფერი არც ცუდია, არც გასაკვირი და არც უცნაური.  მაგრამ ცუდი ის არის, როდესაც შენივე დაუფიქრებელი განცხადებების მსხვერპლი ხდები და ამხელა აჟიოტაჟს ქმნი, იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოვარდა და ეს ცნობილი საჯარო განცხადება გააკეთა.” – აცხადებს ხიდაშელი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან”.

როგორც მან აღნიშნა, კარგია, ელისაშვილი პარლამენტში რომ შევიდა, რადგან ადამიანებმა ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომლისკენაც “გული უბიძგებთ”:

“ალეკო ელისაშვილი შევიდა პარლამენტში და კარგია, გადაწყვიტა, როგორც იქნა. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ადამიანები იმ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ, საითაც გული უბიძგებთ და დამთავრდება ეს წარმოუდგენელი კითხვა-პასუხი და გაუგებარი ეპოპეა ამ თემაზე.

არაფერს არ ცვლის ეს, რა თქმა უნდა. ერთპარტიულობა არის კატასტროფული დამღა სიმბოლურად, მაგრამ როდესაც 150-კაციან პარლამენტში 2 ადამიანი გყავს მხოლოდ ოპოზიციური პარტიიდან, ეს დიდად არ განსხვავდება ერთპარტიულობისგან, ამიტომ ეს არაფერს არ ცვლის, აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ ჩამონათვალში გაჩნდება სხვა პარტიის დასახელება. ეს ხომ საბავშვო ბაღი არაა, ვიღაც სახელებისთვის ხომ არ უყურებს! იმ დასავლური აზრისა და პოზიციისთვის, რაც, როგორც ჩანს, აწუხებს ჩვენს ხელისუფლებას, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის.” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g