LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგი მამა გახდა – ახალბედა მშობელი საკუთარი აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს

104

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 1 დეკემბერს მამა გახდა – მას და პრისცილა ჩანს გოგონა, მაქსი შეეძინათ. ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ცოლის ორსულობის მანძილზე წყვილს გულშემატკივრობდა და ამხნევებდა და ამასთან, ოჯახის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა – კომპანიაში საკუთარი აქციების 99%-ს ისინი ქველმოქმედებას მოახმარენ.

ცუკერბერგის თქმით, აქციები, რომელიც მას და მის ცოლს – პრისცილა ჩანს ეკუთვნის, სპეციალურ საქველმოქმედო ფონდს ეტაპობრივად გადაეცემა. აქციები 45 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ცუკერბერგისა და ჩანის ფონდის მისია იქნება, მსოფლიოს ყველა ბავშვს განვითარების თანაბარი პირობები ჰქონდეთ. ორგანიზაცია დაეხმარება მძიმედ დაავადებულ ბავშვებს განკურნებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები