LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვატა ბერძენიშვილი: „საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია მკვდარი, ვიდრე ცაგერის, ონის და ამბროლაურის მოსახლეობაა ჯამურად…“

128
cvataberdzenishvilinews

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის“ წევრი ცვატა ბერძენიშვილი გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თავისუფლებაზე საუბრით, მათ შორის, ბევრი მისი მეგობარიც დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უწყობს ხელს.

ცვატა ბერძენიშვილი:

„რაჭა-ლეჩხუმში ალბათ ბევრი ვყოფილვართ, ალბათ ბევრსაც გვიყვარს – კარგი მხარეა, კარგი ხალხი ცხოვრობს – გულღია, მხიარული, სტუმართმოყვარე და ა.შ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ შესანიშნავ მხარეში მუნიციპალური ცენტრები – ცაგერი, ონი და ამბროლაური – სრულად გაქრეს. სამი ქალაქი უცებ აღიგავოს პირისაგან მიწისა მთელი თავისი მოსახლეობით ისე, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩეს, როგორი რეაქცია გვექნება? – ალბათ, ჭკუიდან გადავალთ, გავგიჟდებით, გადავირევით და ა.შ. – სრულად სამართლიანად და ლოგიკურად.

სანამ ბევრი ადამიანი (მათ შორის, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მეგობარიც) „ვისაც უნდა აიცრას, ვისი რა საქმეა, რატომ ამუნათებთ???“ ტექსტებით მოძრაობს, ფიგურალურად უკვე მოხდა ის, რაც ზემოთ აღვწერე – საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია მკვდარი, ვიდრე ზემოხსენებული სამი ქალაქის მოსახლეობაა ჯამურად (ეს ოფიციალურად – რეალურად უფრო მეტი მსხვერპლი იქნება).

ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და “პირად თავისუფლებაზე“ საუბარი ❤

რელიგიური თუ სხვა საბაბით მოტივირებულ ანტივაქსერულ საუბრებზე აღარც შევჩერდები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g