LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვატა ბერძენიშვილი: „1 თვეა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ.. იმ ჯოჯოხეთს აღარ აღვწერ, რასაც პიკის საათში ადამიანები გადიან. ეს ადამიანები საფუძვლიანად და სამართლიანად არიან გაბრაზებულები“

161
BeFunky-collage (3)

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი, ცვატა ბერძენიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საუბრობს დედაქალაქში გადაადგილების კუთხით შექმნილ იმ დისკომფორტზე, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადა.

„ალბათ, მოგვიწევს ტაილანდს დავემსგავსოთ..“ – რა განმუხტავს საცობებს თბილისში

„დაახლოებით 1 თვეა, რაც მანქანა დავაყენე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ.

იმ ჯოჯოხეთს აღარ აღვწერ, რასაც პიკის საათში ადამიანები გადიან. ეს ადამიანები საფუძვლიანად და სამართლიანად არიან გაბრაზებულები, გაღიზიანებულები და ნერვებმოშლილები.

ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ადამიანებისთვის პასუხად იმის თქმა, რომ:

“აი, შეიკვრება ათივე სატრანსპორტო დერეფანი და…”

“აი ჩამოვა 200 ავტობუსი და…”

“ყველამ ერთად გავიჭირვოთ.”

“წადი, სისტრას კვლევა წაიკითხე.”

არის არამხოლოდ არაადეკვატური, არამედ, გავკადნიერდები და, ცოტა ამორალურიც.

მესმის, რომ ყველა რეფორმას თან დისკომფორტიც ახლავს პირველ ეტაპზე, მაგრამ დისკომფორტსაც გააჩნია, პირველი ეტაპის ხანგრძლივობასაც გააჩნია და კომუნიკაციასაც გააჩნია.

ბოდიში, მაგრამ საშინელია სამივე“, – წერს ცვატა ბერძენიშვილი.

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები