დღეიდან სამედიცინო სექტორში ცვლილება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კოვიდპაციენტების შინ მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ.
კოვიდის შინ სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას.
ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ.
„დღეიდან ამოქმედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერ-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავიანთი პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.