კორონავირუსის გამო, თითქმის მთელი მსოფლიო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. გამონაკლისი არც აშშ-ია, იქ ყველა თვითიზოლაციაში იმყოფებია, მათ შორის ვარსკვლავებიც.
„ელენის შოუს“, რომელიც ასევე ონლაინ რეჟიმში ტარდება, ჯენიფერ ლოპესი ჩაერთო. როგორც გაირკვა, თვითიზოლაციის დღეებს ჯეი ლო შვილებთან, 12 წლის ტყუპებთან, ალექს როდრიგესთან და მის 2 ქალიშვილთან ერთად ატარებს.
ჯეი ლომ განაცხადა, რომ ბავშვები ონლაინ სკოლაში სწავლობენ და ზოგჯერ ჰგონია, რომ სახლში ნამდვილი სკოლა აქვს გახსნილი, ის და ალექსი კი მასწავლებლები არიან.
„მე და ალექსი ნამდვილ მასწავლებლებად ვიქეცით“ – აცხადებს ჯეი ლო.