LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად ვგრძნობ თავს თავისუფლად“ – ჯეი ლო ბენ აფლეკთან განქორწინებისა და ახალი ცხოვრების შესახებ საუბრობს

255
page

ჯენიფერ ლოპესმა ინტერვიუში, რომელიც გადაცემაში, Nightline გავა, თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა. ვარსკვლავმა აღიარა, რომ ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, დროებით უარი ეთქვა რომანტიკულ ურთიერთობებზე და მთლიანად საკუთარ თავზე ეზრუნა, მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯი აღმოჩნდა.

56 წლის არტისტის თქმით, სწორედ ახლა გრძნობს თავს ყველაზე ბედნიერად და თავისუფლად.

„მე ჩემს ბედნიერ ეპოქაში ვიმყოფები. მგონია, რომ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ ნამდვილ თავისუფლებას. ახლა მარტო ვარ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის მეგონა, რომ ურთიერთობის გარეშე ვერ გავძლებდი. ძალიან მეშინოდა მარტო დარჩენის. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო ვინმე და ხშირად მეგონა, რომ ბევრი რამ ჩემზე საერთოდ არ იყო დამოკიდებული. ახლა ნამდვილად ვენდობი საკუთარ თავს და მას უფრო მეტად ვაფასებ.

აღარ ვცდილობ მუდმივად რაღაცის დამტკიცებას. ყველაფერი შევწყვიტე და ერთწლიანი პაუზა ავიღე. გავაუქმე ტურნე და სახლში დავრჩი. მე მოცეკვავე ვარ, არტისტი, მსახიობი და ბიზნესვუმენი. ბედნიერი ვარ, ჯანმრთელი ვარ და მადლობელი ვარ იმ გამოცდილებისთვის, რაც ცხოვრებამ მომცა. ოჯახის სიყვარულით ვარ გარშემორტყმული და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის“, – აცხადებს ჯეი ლო.

„ჭეშმარიტად მე არცერთ მამაკაცს არ ვყვარებივარ, ისინი მე მაძლევდნენ ყველაფერს, ძვირადღირებულ საჩუქრებს, სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებასაც კი, მაგრამ მთავარს ვერ…“ – ჯეი ლოს აღიარებების კასკადი

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს პირველად 2001 წელს შეხვდნენ და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. ისინი დაინიშნნენ კიდეც, თუმცა მაშინ ქორწილი არ შედგა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ წყვილი კვლავ გაერთიანდა და 2022 წლის ზაფხულში იქორწინა. მიუხედავად ამისა, მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. 2024 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა მათი დაშორების შესახებ, ხოლო 2025 წლის იანვარში ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ.

„თვითონ კი არის ვარდივით და შვილები…“ – ჯეი ლო ტყუპების 18 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს – უახლესი ფოტოები

ჯენიფერ ლოპესმა დევიდ გეტასთან კოლაბორაცია და კლიპი გამოუშვა, რომელიც საზაფხულო ტურნეს კადრებს აერთიანებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები