ჯენიფერ ლოპესი კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამჯერად „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ახალი ფოტოების გამო.
56 წლის მომღერალმა და მსახიობმა გააზიარა სერია კადრებისა, სადაც ის უკიდურესად მოკლე, სხეულზე მომდგარი „კრემ-ბრიულეს“ ფერის კაბაში პოზირებს და საოცრად ეფექტურად გამოიყურება.
გამოქვეყნებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება.
„შეხედეთ, არც ფილერი, არც ბოტოქსი და არც ოზემპიკი“, „აი ეს არის გენეტიკა“, „ბევრ ახალგაზრდა მოდელს გაუწევს კონკურენციას“, „პლასტიკური ქირურგიისა და ოზემპიკის ეპოქაში ჯეი ლო ბუნებრივი რჩება“, – არ წყდება კომენტარები.
ჯენიფერ ლოპესი და დევიდ გეტა პირველ ერთობლივ ტრეკს გამოუშვებენ
„33 წლამდე ასაკის მამაკაცები უსარგებლოები არიან“ – ჯენიფერ ლოპესი