LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და ანგელოზმა თქვა, დიახ! – 45 წლის ალესანდრა ამბროსიო დაინიშნა – მედიაში ხელის თხოვნის ფოტოები ვრცელდება

249
page

45 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი და Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“, ალესანდრა ამბროსიო 44 წლის ავსტრალიელ იუველირზე, ბაკ პალმერზე ქორწინდება. ნიშნობა ინდონეზიაში, სანაპიროზე რომანტიკული დასვენების დროს შედგა.

ფოტო: „ფანტასტიკური წყვილია“ – 43 წლის ალესანდრა ამბროსიოს ახალი რჩეული ჰყავს

ამბროსიომ ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საყვარელ ადამიანს ემოციური სიტყვებით მიმართა:

„ამ ცხოვრებაში და ყველა შემდეგ ცხოვრებაში შენ აგირჩევდი, ჩემო სიყვარულო“.

ალესანდრამ და ბაკიმ 2024 წელს გაიცნეს ერთმანეთი. რამდენიმე თვეში კი მათ რომანტიკული ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს. პალმერი იუველირია და წარსულში თავადაც მოდელი იყო.

ალესანდრას ბიზნესმენ, ჯეიმი მაზურთან 13-წლიანი ურთიერთობიდან ორი შვილი ჰყავს. წყვილი 2018 წელს დაშორდა ერთმანეთს.

ალესანდრა ამბროსიო „ერმანო სერვინოს“ ულამაზეს ვარდისფერ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები