LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე და ჩემს ცოლს გარეთ გამოსვლა და სათბურებისკენ გამოხედვა არ გვინდა” – ტიტების და ალსტრომერიების შემდეგ კალები ფუჭდება

3788
BeFunky-collage - 2020-04-09T231820.086

მეყვავილე, ზაურ შერმაზანაშვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ცხოვრობს. როგორც ის ამბობს მისი სათბურში მოყვანილი კალები არ ეყიდება.

“თუ გიყვართ კალები, მობრძანდით და გაჩუქებთ”- ამბობს ვიდეო მიმართვაში ზაურ შერმაზანაშვილი. მისი თქმით სათბურში 5000 ათასი ლარის ყვავილია მოყვანილი.

ამის შესახებ ინფორმაცია ლანა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გული დამემდუღრა. მე რაც ვნახე, არ ვიცი… რა ნაშრომი, რა მოვლილი და ასე ჰაერშია გამოკიდებული. თუ ვინმეს ამ ადამიანის თანადგომის სურვული გაგიჩნდებათ და მიზერულ თანხას ჩაურიცხავთ, გპირდებით, მე ჩამოვიტან ერთ ,,ვაგონ,, კალას და დაგირიგებთ. ან აქვეა თელეთი. ადით, ნახეთ, დაუდექით გვერდით…

მანანა ბებოს გასაჭირი - ტიტების მერე ალსტრომერიები, რომლებსაც არავინ ყიდულობს...

სოციალურ ქსელში გვერდი "ვარდების ნერგები" ავრცელებს პოსტს

ასე მითხრა, მე და ჩემს ცოლს გარეთ გამოსვლა და სათბურებისკენ გამოხედვა არ გვინდა, ვერიდებითო”,-წერს ლანა ბერძენიშვილი.

ის საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

“ვიცი ტიტების ბაბუ ბევრის თანადგომამ გაახარა.იქნებ ეს გამრჯე კაციც ცოტათი დავაიმედოთ
GE51TB718945063600015

თბს . ლანა ბერძენიშვილი
ვინც ჩარიცხავთ,

მომწერეთ პირადში. მერე ყვავილების ჩამოტანას დავაანონსებ და წაიღოთ უნდა! გნებავთ სააღდგომოდ. მაინც დაგჭირდებათ”,-წერს ლანა ბერძენიშვილი.

იყიდე ტიტა, დაეხმარე მეყვავილეს, რომელსაც ყვავილები უფუჭდება

https://www.facebook.com/lana.nikoleishvili.7/posts/1739145276227610

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g