LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და ის ვინც გაქებდა“ – ოპერის თეატრი მანანა მენაბდის და გორის ქალთა გუნდის კონცერტს უმასპინძლებს

162
მანანა მენაბდე

26 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მანანა მენაბდისა და გორის ქალთა კამერული გუნდის [სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა] ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს.

მუსიკალური საღამო სახელწოდებით -„და ის ვინც გაქებდა“, დები იშხნელების ხსოვნას ეძღვნება.

მსმენელის წინაშე მოწვეული მუსიკოსის სტატუსით დათო თავაძე წარდგება, მუსიკალურ საღამოზე მოწვეული სტუმარი კი ეთერ თათარაიძე იქნება.

საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე გაუძღვება.

„რამდენიმე დღე დარჩა თქვენთან შესახვედრად, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო“, – აღნიშნულია გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: tkt.ge/ishxnelebi

🫱რამოდენიმე დღე დარჩა თქვენთან შესახვედრად, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო…🎶✨️💟 ბილეთები აქ 👇 tkt.ge/ishxnelebi

Posted by Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g