LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ თბილისში “გალფი” დააყაჩაღა

102
BeFunky-collage - 2020-10-30T095412.250

29 ოქტომბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “გალფის” ავტოგასამართი სადგურის ყაჩაღობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, 31 წლის მამაკაცი თავს დაესხა ავტოგასამართ სადგურს, გარკვეული ოდენობის თანხა გაიტაცა და მიიმალა. დამნაშავეს დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფს” ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს” – წერია შსს განცახადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g