თბილისის გასასვლელთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „რა სად როდის“ კლუბის წევრი, ირაკლი ვეშაგურიძე.
ინფორმაციას, ირაკლის მეგობარი და მოაზროვნე, მათე ჭითანავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დააკავეს ჩვენი მეგობარი, ირაკლი ვეშაგურიძე. რსრ კლუბის წევრი – სატელევიზიო გადაცემის მოაზროვნე, ისტორიის უბადლო მცოდნე, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ კარგი და პატიოსანი კაცი. სრული სოლიდარობა მას! ✊️
თქვენ კიდევ, მშვიდობის მტრედებო, მიდით გააგრძელეთ ასეთი ღირსებით ცხოვრება“, – წერს მათე ჭითანავა სოციალურ ქსელში.
ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“