პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დამსაქმებლებს მიმართავს – დღეს სამუშაო საათები 18:30 საათზე დაასრულონ, რათა მოქალაქეებმა პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მისვლა შეძლონ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს, ვიდრე ევროპული მომავლის მხარეს დგომა:
“ყველა ბიზნესს: დიდს, პატარას, მაღალს, დაბალს, მომგებიანს, ზარალზე მყოფს… ვისაც შეგიძლიათ, დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18:30-ზე.
და მიეცით შესაძლებლობა დასაქმებულებს, დადგნენ თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარეს.
20:00-ზე, რუსთაველზე! შინ ევროპისკენ! ??
ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს დღეს”, – აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, აქცია “შინ ევროპისკენ” დღეს 20:00 საათზე გაიმართება.
ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ – დიღმელაშვილი