LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ – დიღმელაშილი

272
დიღმელაშვილი

მოძრაობა სირცხვილიას წევრმა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქციაზე ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს გამოაცხადებენ.

„20 ივნისი იყო დღე, როცა ქართველი ხალხი დადგა ერთად, მიუხედავად ყველანაირი განსხვავებისა, ამაღლდა ყველა ყველაფერზე რაც მათ განასხვავებდათ და 9 აპრილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეკრება მოაწყო რუსთაველზე და ეს სულისკვეთება გაგრძელდება ხვალაც 24 ივნისს 20 საათზე, ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე და დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას“ – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები