LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა -ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს

88
ევროკავშირი ნატოსაქართველო

უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოზეც არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.  თუმცა, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად, ასევე ფულის გათეთრების, პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

ანგარიში, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება. კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

“აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; მოარგეთ სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები შესაბამის მიგრანტების პროფილებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან, დარჩენის ვადის გადამეტებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებთან მიმართებაში.

გაზარდეთ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარების მიზნით; უზრუნველყავით ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება;

დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ვიზით მოსარგებლე მესამე ქვეყნების ევროკავშირის სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის,” – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g