LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაავადებამ ისევ იჩინა თავი”- მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში გადაიყვანეს

575
wegf

დაკავებული გამომძიებელი, რომელსაც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მოპოვებაში ადანაშაულებენ, გვიან ღამით პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში საკაცით შეიყვანეს.

ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები უცნობია. ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ  საავადმყოფოში მისი დაცვის ქვეშ მყოფს კვლევები ჩაუტარდება.

მარიანა ჩოლოიანი ბადრაგთან ერთად თავისუფლად გადაადგილდება

ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული გამომძიებელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მხოლოდ ჟესტების ენით საუბრობდა.

„2013 წლიდან მარიანა ჩოლოიანი მკურნალობდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის წამყვან კლინიკებში და როგორც ჩანს, ამ დაავადებამ ისევ იჩინა თავი. რადგანაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გადაეყვანათ უკვე კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დაუდგენენ დიაგნოზს და დაუნიშნავენ მკურნალობას.”– განაცხადა ადვოკატმა.

ჩოლოიანი საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, რომელიც ადვოკატის განცხადებით, დიდი ალბათობით, ბრალდებულის გარეშე ჩაივლის.

ჩოლოიანის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს – სასამართლო სხდომა დაიხურა

“წინასასამართლო სხდომა გაიმართა ორი კვირის წინ, მაგ დროსაც სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მანამდე, ციხეში ვნახე და იყო შეუძლოდ. სასამართლოზე უფლება მოგვცა ადვოკატებს, ხელი რომ არ შეშლოდა პროცესს, სასამართლოზე მისი ინტერესები მისი დასწრების გარეშე დაგვეცვა. ახლაც იგივე მოცემულობა გვაქვს. ვინაიდან გადაიყვანეს, ესე იგი, მისი მდგომარეობა დამძიმდა“, – აღნიშნავს ადვოკატი.

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება: რას დავობს ადვოკატი

“ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა – მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო”

 

magti 5g