LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

177
სატყეო სააგენტო

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„ნებისმიერი სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ. გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების საშუალებითაც ვახორციელებთ, რაც უკანონო სარგებლობის დროულად გამოვლენას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g