LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო…“ – მარიამ სირბილაძეს დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა

492
მარიამ სირბილაძე

ერთი წლის წინ, 2023 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მარიამმა რამდენიმე წლით ადრე, სიმსივნე დაამარცხა, გასულ წელს კი, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…არ უნდა შეგვეშინდეს, ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს” – მარიამ სირბილაძემ სიმსივნე დაამარცხა

მარიამ სირბილაძეს, რომელიც საკუთარ დიაგნოზზე, გამოცდილებასა და ბრძოლის გზებზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობდა და უამრავ ადამიანს მოტივაციას აძლევდა, დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა.

დაკვირვებიხართ? კიბოს რომ დაამარცხებს ადამიანი რანაირად ლამაზია? ჩვეულებრივად ლამაზი არა, რაც დრო გადის გაზაფხულივით ისხამს სიცოცხლეს, აყვავილდება ხოლმე“ – მარიამ სირბილაძე

გარდაცვლილ გოგონას მისი მეგობრები და ახლობლები კიდევ ერთხელ იხსენებენ:

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ?“ – დათო ლიკლიკაძე

„ჩემი ბრდღვიალა მარიკუნას დაბადების დღეა დღეს, უზომოდ მიყვარს და უკიდეგანოდ მენატრება“, – წერს EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტი და ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“-ის დამფუძნებელი.

„მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით… ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა… ღრუბლებს გაჰყვა… სად ვეძებო, სადა? დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“

მარიამ სირბილაძე: „ბოლო სიტყვები იყო: „ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ!“, მერე თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს… ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან…“

მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით… ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა… ღრუბლებს გაჰყვა… სად ვეძებო, სადა? დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო 💔

Posted by Meriem Jaoshvili on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g