LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია” – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა

471
1652682767_nika-gvaramia

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.

„ჩვენი პატივია ვაღიაროთ წლევანდელი ჯილდოები: შესანიშნავი რეპორტიორები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ კორუფციის, ძალადობისა და არასწორი ქმედებების გამოსავლენად, მიუხედავად მათი გაჩუმების დიდი მცდელობისა”, – აღნიშნულია CPJ-ის განცხადებაში.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “მთავარი არხის” დამფუძნებელი და აღნიშნა, რომ ის პირველი ქართველია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.

“დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია:

CPJ (ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) მომანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს გადაეცემა და წელს ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად მიენიჭა ქართველს.

ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ “, – წერს ნიკა გვარამია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g