LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადების დღეზე მარტო დარჩენილი ბიჭის ისტორია ბედნიერად დასრულდა (ვიდეო)

„ფინიქსმა“ ნბა-ს მატჩის ბილეთი აჩუქა მოსწავლეს, რომლის დაბადების დღეზე 32 ამხანაგიდან არავინ მივიდა.

6 წლის ტედიმ ტუსონიდან (არიზონა) 32 თანაკლასელი დაპატიჟა დაბდღეზე, მაგრამ არავინ მივიდა.

FOX Nation-მა დაწერა, რომ ტედის დედამ 32 სასაჩუქრე პაკეტი მოამზადა, სადაც პიცერიაში მოსაწვევი ჩაალაგა. მისი თქმით, ზოგიერთი მშობელი მისვლას დაპირდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ერთი სტუმარიც არ ყოფილა.

მოწყენილი ტედის ფოტო მალე ვირუსულად გავრცელდა, ხოლო „ფინიქს სანზმა“ (ნბა) და „ფინიქს რაიზინგმა“ (USL – მეორე საფეხბურთო ლიგა MLS -ის შემდეგ) ბავშვს და მის ოჯახს ბილეთები აჩუქეს.

„რას იტყვი, რომ დაბადების დღე ათასობით გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნო? „ლეიკერსთან“ თამაშის ბილეთები შენია ტედ!“ – ნათქვამია კლუბის ტვიტერზე.
„ტედის შეუძლია პიცა მიირთვას და შეურთდეს 7 ათას მეგობარს პარასკევს. მოდი ტედ!“ – აცნობა „ფინიქსის“ ტვიტერმა.

„ფინიქსისა“ და „ლეიკერსის“ შეხვედრა გამთენიისას გაიმართა და „ლეიკერსმა“ 131:113 მოიგო, სტუმართა რიგებში ლებრონ ჯეიმსმა ითამაშა და 19 ქულა ჩააგდო.

ბიჭს კი მაგარი დახვედრა და მართლა დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები