Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სექტემბერში რამდენიმე ჩარტერულ რეისს შეასრულებს, თუმცა მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.
“ავიანიუსის” ცნობითვე, AnadoluJet თბილისი-სტამბოლის რეისებს 20, 23 და 27 სექტემბერს შეასრულებს. ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შედგება.